დინამოს 13 წლამდელთა გუნდმა, რომელიც ბულგარეთში მიმდინარე Harmony Legaue- ზე ასპარეზობს, დღეს მესამე მატჩი ჩაატარა და მეორე გამარჯვება იზეიმა. თბილისელებმა 2:0 სერბული ვოივოდინა დაამარცხეს. გოლები ნოვი სადელთა კარში გეგიაძემ და გაფრინდაშვილმა გაიტანეს. ხვალ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი პოლონეთის კრაკოვიას დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში თბილისელებმა ბუქარესტის დინამო 5:0 დაჯაბნეს, ხოლო შემდეგ 0:2 ბელგრადის ცრვენა ზვეზდასთან დამარცხდნენ.
U13 დინამო თბილისი 2:0 ვოივოდინა
U13 დინამო თბილისი: ჯოჯუა, არჩაია, მოლაშვილი, ლაცაბიძე, ბაგრატიონი, გაფრინდაშვილი, კობახიძე, ცხოვრებაშვილი, თათულაშვილი, გეგიაძე, იობაშვილი
სათადარიგოები: ბერუაშილი, თოდუა, ნიკოლაიშვილი, მელქაძე, ბაბლუანი, ქართველიშვილი, აღდგომელაშვილი