• Geo
  • Eng
27.02.2017
ჩვენი მეტოქე - აბდიშ ათა

თურქულ შეკრებაზე დინამო თბილისი ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ყირგიზეთის პირველობის მეოთხეადგილოსანი აბდიშ-ათა გახლავთ. მატჩი თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

აბდიშ-ათა 1992 წელს დაარსებული კლუბია. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო მატჩებს ქალაქ კანტის ცენტრალუ სტადიონზე ატარებს, რომელიც 3000 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ფერები კი ძირითადად იასამნისფერსა და თეთრშია გადაწყვეტილი. აბდიშ-ათამ, რომელსაც ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი ასკარ ახმეტოვი წვრთნის, ბოლო პირველობა მეოთხე ადგილზე დაასრულა. გუნდს თავის ისტორიაში ხუთჯერ აქვს მოპოვებული ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედლები, ხოლო ოთხჯერ კი ბრინჯაო. ამასთან აბდიშ-ათამ ოთხჯერ აღმართა ყირგიზეთის თასი. ამ ტიტულებს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ შარშან ნაციონალური სუპერთასიც შემატა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024