ოქროს ლიგაში დინამოს 15 და 17 წლამდე გუნდებმა მეორე ტურის შეხვედრები გამართეს. (შეგახსენებთ, რომ ჭაბუკთა ლიგაში დასრულებული რეგულარული სეზონის შემდეგ ჯგუფებიდან საუკეთესო გუნდები შეირჩა და ისინი საქართველოს ჩემპიონობისთვის უკვე ოქროს ლიგაში აგრძელებენ ასპარეზობას) 15 წლამდელები ქობულეთში შუქურას დაუპირისპირდნენ და 6:2 იმარჯვეს. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ შეხვედრამ სტუმართა უპირატესობით ჩაიარა. კონიაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი მორჩილაძემ, ჯინჯოლავამ და ბექაურმა გაიტანეს. 17 წლამდელებმა კი თავისი შეხვედრა ბათუმის დინამოსთან ჩაატარეს და 2:1 იმარჯვეს. ბათუმელებს გოლები აზაროვმა და კვარაცხელიამ გაუტანეს. ვასილ გეგუჩაძის და სულიკო დავითაშვილის გუნდები პირველობას საზაფხულო პაუზის შემდეგ განაახლებენ.
U15 შუქურა 2:6 დინამო
U15 დინამო: ლურსმანაშვილი, მაისურაძე, იაკობიძე, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, კონიაშვილი, ფირცხალაიშვილი, ბექაური
შეცვლაზე შევიდნენ: შაშიაშვილი, ბოჭორიშვილი, ტალახაძე, ქოჩაკიძე
U17 დინამო ბათუმი 1:2 დინამო თბილისი
U15 დინამო: ხარშილაძე, მელიქიშვილი, გაბედავა, ჭავჭანიძე, გაბიტაშვილი, მაღალდაძე, კვარაცხელია, ფარულავა, ჯანგველაძე, ბაბუნაძე, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: გულხადარაშვილი, გულდედავა, მემარნე, ლომთაძე, იაკობიძე