დინამო თბილისი მიმდინარე ჩემპიონატში ორი წრის შემდეგ 43 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. თბილისელების გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 42/11 (საუკეთესო შედეგი). 42 გატანილი გოლიდან 11 ზუსტი დარტყმა ბაჩანა არაბულის ანგარიშზეა. 7 გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა, ხოლო 6- ჯერ გიორგი პაპუნაშვილმა გამოიჩინა თავი. 4 ზუსტი დარტყმა ბექა მიქელთაძემ შეასრულა, ორ-ორჯერ კი თავი გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი ზარიამ და გიორგი თევზაძემ გამოიჩინეს. თითო გოლი ოთარ კიტეიშვილმა, ლუკა ლოჩოშვილმა, გიორგი გველესიანმა, გიორგი კუციამ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. მეტოქემ 3 ავტოგოლი ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. მიმდინარე ჩემპიონატში დინამომ ორჯერ იმარჯვა 5:0. პირველ შემთხვევაში ქობულეთის შუქურასთან და მეორედ საბურთალოსთან.