• Geo
  • Eng
16.04.2017
ვერცხლის მედლები ბულგარეთიდან

ბულგარეთში დასრულდა Harmony League- ის თასის გათამაშება. დინამოს 13 წლამდე გუნდმა დასკვნითი, მეხუთე მატჩი ჩაატარა და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა მასპინძელი ბეროე 2:0 დაამარცხა. პირველი ავტოგოლის შემდეგ, მეორედ გაფრინდაშვილმა დალაშქრა ბულგარელთა კარი. ამრიგად თბილისელებმა ჯერ ბუქარესტის დინამოს აჯობეს 5:0, შემდეგ იყო მარცხი 0:2 ცრვენა ზვეზდასთან, იმავე ანგარიშით გამარჯვება ვოივოდინასთან, 7:0 მოგებული მატჩი კრაკოვიასთან და 2:0 ბეროესთან. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდებმა ვერცხლის მედლებთან ერთად, ტურნირის საუკეთესო გუნდის პრიზიც დაიმსახურეს. თბილისელები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან.

U13 დინამო 2:0 ბეროე

U13 დინამო: ბერუაშვილი, გაფრინდაშვილი, მოლაშვილი, ბაგრატიონი, არჩაია, ლაცაბიძე, კობახიძე, თათულაშვილი, თოდუა, გეგიაძე, იობაშვილი

სათადარიგოები: ჯოჯუა, ქართველიშვილი, ბაბლუანი, ნიკოლაიშვილი, მელქაძე, აღდგომელაშვილი, ცხოვრებაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024