ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დინამო თბილისი სამმა ფეხბურთელმა, კიპერმა გიორგი ბეგაშვილმა, ნახევარმცველმა ცოტნე მესხმა და თავდამსხმელმა ოთარ კვერნაძემ დატოვა. მათ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღეს და სხვა და სხვა კლუბებში გააგრძელებენ ასპარეზობას. დინამო თბილისი სამივე ფეხბურთელს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.