• Geo
  • Eng
10.05.2017
კახი კაჭარავამ თბილისური დერბი შეაფასა

დასრულებული თბილისური დერბის შემდეგ, რომელშიც დინამომ ლოკომოტივი სამი უპასუხო გოლით დაამარცხა, გაიმართა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების კითხვებს დინამოელთა თავკაცმა- კახი კაჭარავამ უპასუხა.

კახი კაჭარავა: სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დღეს რთული თამაში გველოდა და ამისთვის მზად ვიყავით. ლოკომოტივი კარგი და დისციპლინირებული გუნდია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ფეხბურთელები თავიდანვე მეტად მონდომებულები და მობილიზებულები გავიდნენ მოედანზე, რამაც შედეგი გამოიღო. გუნდმა კარგად ითამაშა. ვულოცავ ჩემს ბიჭებს და დინამოს გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას. მომავალში როტაციაც იქნება. ჩვენ არ გვყავს ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი, თუმცა ყველაფერი კანონზომიერად მიდის. შევეცდებით შევინარჩუნოთ ეს რიტმი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024