• Geo
  • Eng
02.07.2017
სლოვენიური შეკრების მეოთხე დღე

შეკრების მეოთხე დღეს კახი კაჭარავამ უმატა დატვირთვებს და ფეხბურთელებს წვრთნა სწრაფძალოვანი ვარჯიშის რეჟიმში ჩაუტარა. გუნდს კიდევ სამი ფეხბურთელი შეუერთდა. აკადემიიდან მცველი ლუკა ქაფიანიძე და ნახევარმცველი ლუკა ფოჩხუა, რომელიც შევარდენში გახლდათ განათხოვრებული. ასევე დინამოში სინჯებზეა 26 წლის ნახევარმცველი - ნიკა ფილიევი, რომელიც მოსკოვის ლოკომოტივის აღზრდილია და აღნიშნული გუნდის გარდა სხვა და სხვა დროს ასევე მოსკოვის ცსკა- ს, პერმის ამკარის, ბრატისლავის სლოვანის და გორის დილას ღირსებას იცავდა. ნიკა ბოლოს რუსეთის დომოდედოვოში გამოდიოდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024