• Geo
  • Eng
11.05.2017
დილა - დინამო | ურთიერთშეხვედრები

კვირას 14 მაისს, ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორში დილას დაუპირისპირდება. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 56- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 4 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 144/31 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ-სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა 2:2 და ორი მატჩიც 1:1 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0), დინამოს კი საქართველოს ჩემპიონატში 4 წელია გორელთათვის არ მოუგია.

ბოლოს საქართველოს პირველობაზე დინამო თბილისი გორის დილას 2017 წლის 18 მარტს დაუპირისპირდა. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ეს იყო გორელთა ისტორიაში მეოთხე გამარჯვება დინამოსთან. გოლი სტუმართა კარში ბაჩანა არაბულმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024