ჭაბუკთა ლიგაში დინამოს 15 წლამდელებმა მეხუთე ტურის მატჩი გამართეს. პირველი გუნდის დარად ჭაბუკმა დინამოელებმაც 2:0 მოუგეს მეტოქეს. გოლები მეტოქეს მორჩილაძემ და კონიაშვილმა გაუტანეს. სულიკო დავითაშვილის შეგირდები გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 28/0 ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 27 აპრილს რუსთავში ჩაატარებენ. მერვე შეხვედრა ჩაატარა 19 წლამდელთა გუნდმა. დინამოელები კაზრეთში სიონს დაუპირისპირდნენ და 5:0 აჯობეს მეტოქეს. გოლები სილაგაძემ, გაბიტაშვილმა, ხარშილაძემ, ერგემლიძემ და კაკულიამ გაიტანეს. მერვე შეხვედრაში ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მეშვიდე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და ბურთების ბალანსით 39/4 სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. 19 წლამდელები მომდევნო თამაშს 27 აპრილს გორის დილასთან ჩაატარებენ.
U15 დინამო 2:0 საბურთალო
U15 დინამო: ხარშილაძე, მაისურაძე, შენგელია, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, ზურებიანი, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, ქოჩაკიძე, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: ტალახაძე, შაშიაშვილი, გოდერძიშვილი, ბოჭორიშვილი, კონიაშვილი
U19 სიონი 0:5 დინამო
U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ვირუბოვი, ძოწენიძე, უგრეხელიძე, მაღალდაძე, ხარშილაძე (ბასარია 76), გულდედავა, ერგემლიძე, კიტეიშვილი (კაკულია 73), სილაგაძე (გაბიტაშვილი 67)