• Geo
  • Eng
23.04.2017
მწვრთნელებმა მიმდინარე გათამაშება მინი ევროპის ლიგად მონათლეს

პრესკონფერენცია დღეს ძირითადი გუნდის მატჩის შემდეგ დინამო არენას მედია ცენტრში გაიმართა, რომელსაც რვავე გუნდის მთავარი მწვრთნელი დაესწრო. მათ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ტურნირი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული და თბილისში გატარებული დროით საკმაოდ კმაყოფილები არიან. დღეს ტურნირზე თამაშები არ გამართულა, სტუმრებმა თბილისი და მცხეთა დაათვალიერეს, შემდეგ კი დინამოსა და საბურთალოს დაპირისპირებას დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში 24 აპრილს, მილანის ინტერი კიევის დინამოს დაუპირისპირდება, ხოლო გენტი ალკმაარს. დინამო თბილისი მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს, ჩვენი გუნდის მეტოქე ტრაბზონსფორია.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024