• Geo
  • Eng
11.07.2017
ჩვენი მეტოქე - ზორია

დინამოელები 12 ივლისს სლოვენიურ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ ზორიასთან ჩაატარებენ. მატჩი ლენდავაში, ხოტიზას სტადიონზე თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება. ზორია ლუგანსკი 1923 წელს დაარსდა. კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, თავდაპირველად კი მეტალისტი ერქვა. შემდეგ იყო ძერჟინეცი, შრომითი რეზერვი და ზორია მალსი. ლუგანსკელები დღეისათვის საშინაო შეხვედრებს ზაპოროჟიეში, 12 000- იან სტადიონ სლავუტიჩ არენაზე ატარებენ. ზორიას საკლუბო ფერები თეთრსა და შავშია გადაწყვეტილი. ზორიას საუკეთესო სეზონად 1972 წელი ითვლება, როდესაც ლუგანსკელებმა სსრკ- ს ჩემპიონატში გამარჯვება მოახერხეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ბროლის თასის ფინალში უკრაინელებმა 1974 და 1975 წლებში ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ ვერცხლის მედლებს დაჯერდნენ. იგივე გაიმაორა ჩვენმა ოპონენტმა წინა სეზონში, როდესაც უკრაინის თასის ფინალური შეხვედრა შახტართან 0:2 დათმო. წელს დასრულებულ სეზონში კი ზორიამ საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. შავ თეთრებმა დასრულებულ ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა და A ჯგუფში მანჩესტერ იუნაიტედს, ფეიენოორდს და ფენერბახჩეს დაუპირისპირდნენ. მიმდინარე შეკრებაზე ლუგანსკელებმა უკვე ჩაატარეს ოთხი მატჩი. 25 ივნისს 3:0 დაამარცხეს ნიკოპოლი, 1 ივლისს 0:2 დამარცხდნენ ისტრასთან, 7 ივლისს ფრედ 1:1 დაცილდნენ ვოჟდოვაცს და 10 ივლისს დამარცხდნენ ურალთან ანგარიშით 0:2. გუნდს 2011 წლიდან უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი და ვეტერანი ფეხბურთელი - იური ვერნიდუბი ხელმძღვანელობს. საბჭოთა პირველობის შემდეგ დინამო და ზორია ერთმანეთს პირველად 2011 წლის ზამთარში შეხვდნენ და მეტოქემ 2:1 იმარჯვა. იმავე წლის ზაფხულში შეკრებაზე ჩატარებული მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 2013- ში ზორიამ 4:0 იმარჯვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024