დინამო თბილისი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე განაგრძობს მზადებას. დედაქალაქელები ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის მატჩისთვის ემზადებიან, რომელშიც 21 ივლისს ფოთის კოლხეთს უმასპინძლებენ. სეზონის განახლების წინ დინამომ მიკოლა კოვტალიუკთან 1.5 წლიან კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან უკრაინელი ფორვარდი ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ნიგერიელი მცველი - მოჰამად ალიუ, რომელიც მანამდე სინჯებს გადიოდა, დინამოში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. კლუბში დაბრუნდა ბოლნისის სიონში იჯარით მყოფი თავდამხსმელი - ენვერ ლილუაშვილი. დინამო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნახევარმცველმა საბა თავაძემ დატოვა. ჩვენი კლუბი წარმატებებს უსურვებს მას მომავალში.