• Geo
  • Eng
29.07.2017
მარცხი ლოკომოტივთან

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგის მეოცე ტურის შეხვედრაში თბილისური დერბი გაიმართა. დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს სახიფათოდ, ვატო არველაძეს დარტყმისას არ ეყო სიზუსტე. საპასუხოდ აკაკი შულაიას შეეძლო თამაშის გამწვავება, მაგრამ მისი დარტყმულიც უზუსტო გამოდგა. მე- 17 წუთზე ლოკომოტივმა გახსნა ანგარიში. ვატო არველაძემ საჯარიმოს მისადგომიდან ზუსტად დაარტყა. დინამომ ცოტახანში აღადგინა სტატუს ქვო. მატჩის 24- ე წუთზე ბექა მიქელთაძემ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი შედეგიანად შეასრულა 1:1. ტაიმის შუაში სათამაშო უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს. შულაიამ, ჩაკვეტაძემ და მიქელთაძემ არაერთხელ გაამწვავეს თამაში, მაგრამ ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა და ტაიმიც მორჩა. მეორე ნახევარი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და საერთოდ აღსანიშნავია, რომ მატჩი დიდი სიცხის მიუხედავად საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა. 56- ე წუთზე მასპინძლების სწრაფი კონტრშეტევა, ვატო არველაძე ერთი-ერთზე გავიდა და მეორედ აიღო დინამოს კარი. მოედანზე შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად გიორგი კუციას ნაცვლად კახი კაჭარავამ მიკოლა კოვტალიუკი შემოუშვა. მატჩის 73- ე წუთზე შულაიამ კარგად ჩააწოდა საჯარიმოს ხაზთან, მიქელთაძეს კი აეჭრა დარტმული. 82- ე წუთზე ლოკომოტივის ფეხბურთელებმა საჯარიმო ჩამოაწოდეს, ყველას გიორგი ხიდეშელმა დაასწრო და 3:1. შეხვედრაში მეტი აღარაფერი შეცვლილა. მომდევნო მატჩს დინამო 4 აგვისტოს გორის დილას წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართავს.

 

ლოკომოტივი  3:1  დინამო

 

გოლი: 1:0 არველაძე 17’  1:1 მიქელთაძე (პენ) 24’  2:1 არველაძე 56’  3:1 ხიდეშელი 82’ 

გაფრთხილება: სამურკასოვი 64’  კიკნაძე 68’ 

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ჭანტურია, ანდრონიკაშვილი (რეხვიაშვილი 54), სიხარულიძე, ქავთარაძე, კიკნაძე, ხიდეშელი, გოროზია (დიასამიძე 51), არველაძე (კიკაბიძე 73), სამურკასოვი

დინამო: რევიშვილი, თოთაძე, კობოური, სალუქვაძე, გეგეჭკორი, ქარდავა (ნინუა 83), კუცია (კოვტალიუკი 57), შულაია, ჩაკვეტაძე, თევზაძე (ქოჩლაძე 70), მიქელთაძე

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024