ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 2 მარტს სტუმრად საჩხერეს საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან ბ. ნინუა და გ. ყრუაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. კრიჭაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს მიმდინარე ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩი იმსაჯა. დინამო თბილისმა ანაკლიაში სკ ზუგდიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღნიშნიულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ თბილისელთაგან გველესიანი გააძევა, გიორგი პაპავას და პატრიკ ვუოს კი ყვითელი ბარათები უჩვენა. ზუგდიდელი ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა მეორე ლიგაში გამართული ბორჯომი 5:0 ფორვარდი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია
===========================================
უმაღლესი ლიგა - 108 თამაში / 450 ყვითელი / 22 წითელი / 28 პენალტი
პირველი ლიგა – 3 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
მეორე ლიგა – 7 თამაში / 20 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს თასი – 7 თამაში / 25 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი