დღეს დინამოელებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ლოკომოტივთან ტესტ მატჩი თბილისის ზღვის მოედანზე გამართეს. დინამოს შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებული გახლდატ, მოგეხსენებათ ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში არაერთი ლურჯ-თეთრია გამოძახებული.
დინამომ სპარინგი 4-2 მოიგო. ვატო არველაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი გაგი მარგველაშვილის და უსმანე კამარას ანგარიშზეა. ლოკომოტივის შემადგენლობიდან კი თავი ბექა ხარაიშვილმა და ლაშა ოზბეთელაშვილმა გამოიჩინეს.
შეგახსენებთ 21 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში დინამოელები გაგრას უმასპინძლებენ.
დინამო 4-2 ლოკომოტივი
დინამო: კერესელიძე, გოგნაძე, მარგველაშვილი, ლოპესი, ლაკვეხელიანი, უგრეხელიძე, ხარაიშვილი, არველაძე, სანგარე, ბუშნია, მარუშიჩი
შეცვლაზე შევიდნენ: მალი, კვერენჩხილაძე, იენჯოკი, წულუკიძე, სიხარულაშვილი, კამარა, ქოქოსაძე, სხირტლაძე