• Geo
  • Eng
29.07.2023
დინამო საქართველოს თასის ¼ ფინალშია

დღეს მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე საქართველოს თასის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა.

 

მატჩი საკმაოდ მაღალ რიტმში წარიმართა და სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმაც ლამაზი ფეხბურთი იხილა. დინამომ შეიძლება ითქვას თავიდანვე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და ბოლომდეც შეინარჩუნა. დინამოელებმა არაერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს, თუმცა მომენტების მიუხედავად გოლი მხოლოდ ერთი გაიტანეს, რაც მეოთხედფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ლოკომოტივმაც რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა შეთავაზა გულშემატკივარს, თუმცა უშედეგო. თავად გოლი კი დინამოელებმა მატჩის 72-ე წუთზე გაიტანეს, შეცვლაზე შემოსულმა ბარნს ოსეიმ თავის ანგარიშზე ჩაიწერა მომდევნო ეტაპის საგზურის მომტანი ზუსტი დარტყმა. მეოთხედფინალის მეტოქე და თარიღი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

 

ლურჯ-თეთრები მორიგ მატჩს 3 აგვისტოს დინამო არენაზე გამართავენ. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უეფას კონფერენციის ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მალტურ ჰამრუნ სპარტანსს უმასპინძლებს. შეხვედრა 20.00 საათზე დაიწყება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024