დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობა განაგრძობს მზადებას ჩემპიონატის მეორე ნაწილისთვის, რომელიც ამ თვის მეორე ნახევრიდან განახლდება. დინამოელებმა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში გაბალას უმასპინძლეს და საბოლოოდ გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ორიოდე დღე შეისვენებს და შემდეგ უკვე შეკრებაზე გადავა. 29 აგვისტოს დინამოელები გორში დილას დაუპირისპირდებიან.
გაბალა მოგეხსენებათ თავისი ასაკობრივი გუნდით ვიტალი დარასელიას მემორიალზეც იყო ჩამოსული. ჩატარებული 19 წლამდელთა თამაშის გარდა კი ჩვენი აკადემიის 12 და 14 წლამდელთა გუნდები, შესაბამისად 21 და 23 აგვისტოს გაბალაში ამხანაგურად ეთამაშებიან მასპინძელთა ასაკობრივ გუნდებს.
U19 დინამო 0:0 გაბალა
U19 დინამო: ბულისკერია, ბასარია, ხარშილაძე, ძოწენიძე, ხარაბაძე, დარცმელია, კაკულია, გულდედავა, ქავთარაძე, სადეღიანი, კვარაცხელია
შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაია, დავითაშვილი, ბაბუნაძე, გოგრიჭიანი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი