ირანელი შემტევი ნახევარმცველი პაიამ სადეღიანი თბილისშია და გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს სამშაბათს ჩაატარებს. 25 წლის ფეხბურთელი თავის კარიერის მანძილზე ირანულ კლუბებში - ზობ აჰანში, პერსეპოლისში, ნაფტში, საბა ქომში და საზი თაბრიზში ასპარეზობდა. მას ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, მანამდე კი ირანის ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს გამოვლილი. სადეღიანი თავისუფალი აგენტის სტატუსით არის და მის შესახებ გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნება მიღებული.