• Geo
  • Eng
08.08.2017
სამი დინამოელი სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან სამი ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის ნახევარმცველები - ბაქარ ქარდავა, ლაშა ქოჩლაძე და გიორგი ჩაკვეტაძე (6) შეიყვანა. გორის დილასთან 5:0 მოგებულ შეხვედრაში ბაქარ ქარდავამ დედაქალაქელთა ფორმით პირველი გოლი გაიტანა, ლაშა ქოჩლაძე შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ შესრულებულ დუბლთან ერთად, საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024