• Geo
  • Eng
11.08.2017
19 წლამდელებმა ცხუმი დაამარცხეს

ჩვენი გუნდის 19 წლამდე შემადგენლობამ, რომელიც აკადემიაში შეკრებაზეა გადასული და სეზონის განახლებისთვის ემზადება, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა სოხუმის ცხუმს უმასპინძლა და საინტერესო სპარინგში 2:1 იმარჯვა. გოლები გულდედავამ და გოგრიჭიანმა გაიტანეს, სოხუმელთა მხრიდან კი თავი აფშინაშვილმა გამოიჩინა. მომდევნო ამხანაგურ მატჩს კაკაშვილის გუნდი 13 აგვისტოს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებთან ჩაატარებს, რომელიც თავის მხრივ კიევში გასამართი ბანნიკოვის სახელობის ტურნირისთვის გადის მზადებას.  

U19 დინამო 2:1 ცხუმი

U19 დინამო: შურღაია, გაბელაია, ხარშილაძე, დერევიახო, ხარაბაძე, დარცმელია, კაკულია, გულდედავა, ქავთარაძე (გოგრიჭიანი), ბებუნაძე, თუდები

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024