• Geo
  • Eng
11.08.2017
მეორე ბროლის თასი

დინამო თბილისმა 1979 წელს, ჩატარებული საჩემპიონო სეზონის შემდეგ, კიდევ ერთი ტრიუმფალური სეზონი გამართა. ნოდარ ახალკაცის შეგირდებმა სსრკ- ს ბროლის თასი ისტორიაში მეორედ აღმართეს. 11 აგვისტოს ლუჟნიკებზე მოსკოვის და თბილისის დინამოელთა პაექრობა დამატებითი დროის ჩათვლით უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში კი თბილისელებმა 5:4 აჯობეს მოსკოველ სეხნიებს. თავიდან დავით ყიფიანს და ვლადიმერ გუცაევს აუღო ნიკოლაი გონტარმა. სამაგიეროდ ალექსანდრ მახოვიკოვს და ალექსეი პეტრუშინს ოთარ გაბელიამ არ გაატანინა. შემდეგ მიყოლებით გოლები მანუჩარ მაჩაიძემ, ალექსანდრე ჩივაძემ, ვიტალი დარასელიამ, რამაზ შენგელიამ და თენგიზ სულაქველიძემ გაიტანეს. გაბელიამ კი ვალერი გაზაევს გადამწყვეტი დარტყმა აუღო. თასის მფლობელებმა ფინალამდე ლენინგრადის დინამოს 2:1 მოუგეს, ხუთი უპასუხო გოლით დაჯაბნეს ვოროშილოვგრადის ზარია, 2:1 როსტოვის სკა- თან, 3:0 გამარჯვება მოსკოვის ტორპედოსთან და 2:0 სვერდლოვსკის ურალმაშთან. ლურჯ-თეთრებმა 2:0 დაამარცხეს კუიბიშევის კრილია სოვეტოვი და დამატებით დროში 2:1 მოუგეს მოსკოვის ცსკა- ს.

 

დინამო მოსკოვი 0:0 (4:5 პენ) დინამო თბილისი

დინამო მოსკოვი: გონტარი, ლოვჩევი, ნიკულინი, მახოვიკოვი (კ), ბუბნოვი, პეტრუშინი, კოლესოვი (პავლენკო 80), მინაევი, ტოლსტიხი, მაკსიმენკოვი, გაზაევი

მწვრთნელი: ვიქტორ ცარევი

დინამო თბილისი: გაბელია, სულაქველიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი (კაკილაშვილი 61), დარასელია, მ. მაჩაიძე (კ), ქორიძე (ყიფიანი 46), გუცაევი, გ. მაჩაიძე, შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

გაფრთხილება: ტოლსტიხი 112’

მსაჯი: მიროსლავ სტუპარი (ივანო-ფრანკოვსკი, უკრაინა)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024