• Geo
  • Eng
11.05.2017
19 წლამდელებმა ჩიხურას 11:0 მოუგეს

დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე მეთერთმეტე ტურის შეხვედრა ჩაატარა და მეათე გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და კოლოსალური სათამაშო უპირატესობა გატანილ გოლებში ასახა. დინამომ მეტოქე არასაფეხბურთო ანგარიშით 11:0 დაამარცხა. ორ-ორი გოლი საჩხერელთა კარში ხარაბაძემ, კობოურმა და დავითაშვილმა გაიტანეს. თითო ზუსტი დარტყმა ძოწენიძის, ქაფიანიძის, ხარშილაძის, ქავთარაძის და კაკულიას ანგარიშზეა. თბილისელები სატურნირო ცხრილს 58/5 ბურთების ბალანსით ლიდერობენ (10 მოგება და 1 ფრე). დინამოს 19 წლამდელები მომდევნო თამაშს 15 მაისს რუსთავში ჩაატარებენ.

U19 დინამო 11:0 ჩიხურა

U19 დინამო: მამარდაშვილი, კიკალიშვილი, ძოწენიძე, ქაფიანიძე, ხარაბაძე, კობოური, სილაგაძე, დავითაშვილი (ხარშილაძე 60), ქავთარაძე (ბაბუნაძე 46), კვარაცხელია, ერგემლიძე (კაკულია 46)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024