შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 16 აგვისტოდან კიევში გასამართ ბანნიკოვის სახელობის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. კიევში ჩვენს ჭაბუკებს ა ჯგუფში მეტოქეობას ბელორუსის, უკრაინის და ესტონეთის ნაკრებები გაუწევენ. გიორგი ნემსაძემ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას კიდევ სამი დინამოელი - ჯინო თუდები, გიორგი ლომთაძე და ვახტანგ ჩარკვიანი მიამატა. სულ ნაკრებში 11 დინამოელია. ზემოთ ჩამოთვლილი სამეულის გარდა მზადებას - ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე, ირაკლი აზაროვი, ზურაბ ჭავჭანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ზურაბ დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ელგუჯა ჯანგველაძე გადიან. ტრავმის გამო კრებულს თორნიკე ჯანგიძე გამოაკლდა. კიევში შარშანდელი გათამაშება საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა