• Geo
  • Eng
17.08.2017
17 წლამდე ნაკრებმა უკრაინაც დაამარცხა

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა მასპინძელთა- უკრაინის ნაკრები 3:2 დაამარცხეს. სამივე გოლი უკრაინელთა კარში დინამოელებმა - ირაკლი აზაროვმა, ვახტანგ ჩარკვიანმა და ზუკა დავითაშვილმა გაიტანეს.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთაგან ძირითადში გოლების ავტორთა გარდა ხარშილაძემ, კვარაცხელიამ და მექვაბიშვილმა იასპარეზეს, შეცვლაზე კი თუდები და ლომსაძე შევიდნენ. მომდევნო მატჩს გიორგი ნემსაძის ნაკრები 19 აგვისტოს, ესტონეთის ნაკრებთან გამართავს. აქვე აღსანიშნავია რომ უკრაინასთან გამარჯვებით, ჭაბუკმა ჯვაროსნებმა ტურნირის ფინალში ასპარეზობა გაინაღდეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024