დღეს ჭაბუკთა ლიგაში დინამოს აკადემიის გუნდებმა მორიგი მატჩები გამართეს. ჩვენი კლუბის 17 წლამდელთა გუნდი ცხინვალს დაუპირისპირდა და ავაზას სტადიონზე ჩატარებული მატჩი დინამოელტა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მოისწრაფიშვილმა დუბლი შეასრულა ცხინვალთან, ერთი გოლიც ჯანგველაძემ გაიტანა. დინამოელები 9 მატჩიდან მოპოვებული 19 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. 17 წლამდე დინამოელები მომდევნო მატჩში 26 მაისს ბოლნისის სიონს უმასპინძლებენ.
U17 ავაზა 0:3 დინამო
U17 დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ჯანგიძე, გაბიტაშვილი, გ. ხარშილაძე, მოისწრაფიშვილი, ჯანგველაძე, მექვაბიშვილი, გულდედავა, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, გაბედავა, ლომთაძე, ფარულავა, ჩარკვიანი
იმავე ანგარიშით დაამარცხა ცხინვალი დინამოს 15 წლამდელთა გუნდმა, რომელსაც 9 ჩატარებული მატჩიდან 1 ფრის გარდა 8 მოგება დაუგროვდა. გოლები ცხინვალის კარში ოსეყმაშვილმა (2) და მორჩილაძემ გაიტანეს. სულიკო დავითაშვილის შეგირდები გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 42/2 ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 26 მაისს ბოლნისის სიონთან ჩაატარებენ.
U15 ცხინვალი 0:3 დინამო
U15 დინამო: ლურსმანაშვილი, მაისურაძე, იაკობიძე, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ზურაბიანი, ჯინჯოლავა, ფირცხალაიშვილი, კონიაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ტალახაძე, გოდერძიშვილი, შაშიაშვილი, ბოჭორიშვილი, ბექაური, ქოჩაკიძე
16 წლამდე დინამომ, რომელიც ჟიული შარტავას თასის გათამაშებაში მონაწილეობს, მეშვიდე ტურის შეხვედრა ჩაატარა. ლევან გვანცელაძის გუნდმა ნორჩ დინამოელს 2:1 აჯობა და სატურნირო ცხრილში 35- ე სკოლასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. შეხვედრაში დუბლი ქველაძემ შეასრულა.
U16 ნორჩი დინამო 1:2 დინამო თბილისი
U16 დინამო: ხუხუა, მელიქიშვილი, დიდებაშვილი, კალანდაძე, ქველაძე, გოდერძიშვილი, ქომეთიანი, ლომიძე, კურტანიძე, ბოგვერაძე, გულისაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: გოგატაშვილი, ისმაილი, გოგოხია, ქინქლაძე, ყენია