დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე მეთორმეტე ტურის შეხვედრა ჩაატარა და მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა რუსთავი ფოლადის სტადიონზე 3:1 დაამარცხა. გოლები მასპინძელთა კარში ბექა ხარშილაძემ, ბექა ქავთარაძემ და ლუკა სილაგაძემ გაიტანეს. თბილისელები სატურნირო ცხრილს 61/6 ბურთების ბალანსით ლიდერობენ (11 მოგება და 1 ფრე). დინამოს 19 წლამდელები მომდევნო ტურში, 19 მაისს საბურთალოს უმასპინძლებენ.
U19 რუსთავი 1:3 დინამო
U19 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, ბ. ხარშილაძე, ძოწენიძე, ხარაბაძე (უგრეხელიძე 46), დარცმელია, გ. ხარშილაძე (ერგემლიძე 65), ბაბუნაძე (კვარაცხელია 45), ქავთარაძე, კიტეიშილი, სილაგაძე
ასევე რუსთავში გამართა თავისი შეხვედრა ჩვენი კლუბის 17 წლამდელთა შემადგენლობამ, რომელსაც ვასილ გეგუჩაძე უხელმძღვანელებს. მატჩი რუსთავსა და დინამოს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები რუსთაველთა კარში გაბელაიამ და გაბიტაშვილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში დინამოს კიპერი გააძევეს და თბილისელთა კარში პენალტიც დაინიშნა, რომელიც მასპინძლებმა ზუსტად გამოიყენეს. დინამოელები 8 მატჩიდან მოპოვებული 16 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. 17 წლამდე დინამოელები მომდევნო მატჩს 20 მაისს ცხინვალთან ჩაატარებენ.
U17 რუსთავი 2:2 დინამო
U17 დინამო: ხარშილაძე, გაბელაია, გულხადარაშვილი, ჯანგიძე, გაბიტაშვილი, მაღალდაძე, ჩარკვიანი, ფარულავა, მექვაბიშვილი, აზაროვი, ჯანგველაძე
შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, გაბედავა, ლომთაძე, გულდედავა, მოისწრაფიშილი
16 წლამდე დინამომ, რომელიც მონაწილეობას ჟიული შარტავას თასის გათამაშებაში იღებს, მეექვსე ტურის შეხვედრა ჩაატარა. ლევან გვანცელაძის გუნდმა თბილისის ს.მ.ს.ა. 6:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 35- ე სკოლასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. შეხვედრაში გოლები ქინქლაძემ, შუკვანმა, კურტანიძემ, ქომეთიანმა, ბოგვერაძემ და ლომიძემ გაიტანეს. მომდევნო შეხვედრას ლევან გვანცელაძის გუნდი 20 მაისს ნორჩ დინამოსთან გამართავს.
U16 დინამო 6:1 ს.მ.ს.ა.
U16 დინამო: მიქაია, მელიქიშვილი, დიებაშვილი, კალანდაძე, ქველაძე, გოგოხია, ქინქლაძე, შუკვანი, კურტანიძე, მემარნე, გულისაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: გოდერძიშვილი, გოგატაშილი, ქომეთიანი, ბოგვერაძე, ლომიძე