• Geo
  • Eng
07.04.2017
19 წლამდე დინამო ერთპიროვნულად გალიდერდა

ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე 19 წლამდელთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში დინამომ რუსთავი მიიღო. თბილისელებს მეზობლებთან მთელი მატჩის მანძილზე  დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, რაც გატანილ გოლებშიც ასახეს. დინამომ რუსთავის კარში ექვსი უპასუხო გოლი გაიტანა. ერგემლიძემ და სილაგაძემ ორ-ორი გატანილი გოლით გამოიჩინეს თავი. თითო ზუსტი დარტყმაც უგრეხელიძის და ძოწენიძის ანგარიშზეა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ამ მოგებით ერთპიროვნულად გალიდერდა სატურნირო ცხრილში. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 11 აპრილს ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს.

 

U19 დინამო 6:0 რუსთავი

U19 დინამო: ბულისკერია, ვირუბოვი, ხარშილაძე (ბასარია 46), ძოწენიძე, უგრეხელიძე, დარცმელია, კაკულია (კვარაცხელია 46), ბაბუნაძე, ერგემლიძე, დავითაშვილი (კიტეიშვილი 68), სილაგაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024