• Geo
  • Eng
20.08.2017
დინამომ ჩიხურას 5:0 აჯობა

დინამო არენაზე 23- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა. დინამომ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთზე მეტოქის საჯარიმოშ გიორგი ჩაკვეტაძემ სახიფათო ჩაწოდება განახორციელა. საპასუხოდ ჩიხურამაც წამოიწყო სწრაფი კონტრშეტევა, პაპუნა ფონიავას ბოლო წამს დარტყმა არ გამოუვიდა. გეგეჭკორი-კოვტალიუკი-ნინუას კომბინაციაა აღსანიშნავი, ნიკას დარტყმული გარედან მოხვდა სტუმართა კარს. ლევან გეგეჭკორი მატჩის მე- 19 წუთზე ურტყავდა სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად. მასპინძლებმა ანგარიში 34- ე წუთზე გახსნეს. აკაკი შულაიამ ზუსტი გადაცემა შეასრულა, მეკარესთან პირისპირ ბექა მიქელთაძე გადიოდა, მის აქტიურობას კი თორნიკე გრიგალაშვილის ავტო გოლი მოჰყვა. პირველ ნახევარში მეტი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. სამაგიეროდ მეორე ნახევარი დაიწყო საკმაოდ აქტიურად და თბილისელებმა ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. 53- ე წუთზე ჩაკვეტაძის გარღვევას მიქელთაძის მიმართულებით გადაცემა მოჰყვა, ბექამ თავის მხრივ საჯარიმოში ჩააწოდა და აკაკი შულაიამ დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა. ერთ წუთში მანვე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, გოლი კი ბექა მიქელთაძის ანგარიშზეა 3:0. შეხვედრის 69- ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. ლაშა ჩიკვაიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. აქედან ხუთ წუთში ბექა მიქელთაძემ დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და ანგარიში 4:0 გახადა. საგოლე გადაცემა აკაკი შულაიამ ჩაიწერა აქტივში. მატჩის 83- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლაშა ქოჩლაძემ ჩიხურას კარში მეხუთე გოლი გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა ესეც დასრულდა. დინამომ საკუთარ არენაზე მიჯრით მე- 10 მატჩი მოიგო და საქართველოს ჩემპიონატში საიუბილეო 2000 ქულა დააგროვა.

მომდევნო ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 აგვისტოს ბათუმში, ადგილობრივი დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო  5:0  ჩიხურა

 

გოლი: 1:0 გრიგალაშვილი ა.გ. 34’  2:0 შულაია 53’  3:0 მიელთაძე 54’  4:0 მიქელთაძე 74’   5:0 ქოჩლაძე

გაფრთხილება: ქარდავა 22’  გაბედავა 39’  კოვტალიუკი 45’  ჩიკვაიძე 58’  ჩიკვაიძე 69’ 

გაძევება: ჩიკვაიძე 69’ 

 

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, თოთაძე, თევზაძე, ქარდავა (ლილუაშვილი 82), ნინუა, შულაია, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე, კოვტალიუკი (ქოჩლაძე 67)

ჩიხურა: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, მირცხულავა, ფონიავა (კვერნაძე 61), გაბედავა (გორგიაშვილი 61), სარდალიშვილი (დეკანოიძე 61), კაკუბავა, ივანიშვილი, ჩიკვაიძე, კაშია, ტატანაშვილი

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024