24 მაისს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას ივანწმინდაში გამართავს. ჩვენს გუნდს საჩხერის ჩიხურა უმასპინძლებს, მატჩი კი 16.00 საათზე დაიწყება.
24 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 6 მატჩი აქვს ჩატარებული. ექვსივე თამაში სსრკ- ს ჩემპიონატში შედგა, რომლიდანაც დინამომ 3 შეხვედრაში იმარჯვა და 2- ში დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 6/4 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
1938 წელს თბილისელებმა ლენინგრადის ელექტრიკს უმასპინძლეს და 2:0 აჯობეს მეტოქეს. აღნიშნულ შეხვედრაში თავი გაიოზ ჯეჯელავამ და ნიკოლოზ სომოვმა გამოიჩინეს. მომდევნო ორი სეზონი დინამომ მოსკოვის გუნდებს უმასპინძლა. პირველ შემთხვევაში ლურჯ-თეთრებმა ბორის პაიჭაძის დუბლით ცდკა- ს მოუგეს 2:1, ხოლო შემდეგ ვიქტორ ბერეჟნოის გოლით კრილია სოვეტოვი 1:0 დაამარცხეს. იმავე ანგარიშით დამარცხდა ჩვენი გუნდი 1981 წელს კიევში დინამოსთან. 1984 წელს ვილნიუსში ადგილობრივ ჟალგირისთან პაექრობა ფრედ 1:1 მორჩა. გოლი ლიტველთა კარში თენგიზ სულაქველიძემ გაიტანა. 1989 წელს მოსკოვის სპარტაკთან დავმარცხდით 0:1.