• Geo
  • Eng
10.04.2017
ორი მოგება ჭაბუკთა ლიგაში

დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს 17 წლამდელთა გუნდმა ცხინვალი მიიღო და 6:0 დაამარცხა მეტოქე. ჩარკვიანმა და ჯანგველაძემ 2-2 გოლი გაუტანეს მეტოქეს, თითოჯერ კი აზაროვმა და მოისწრაფიშვილმა ითამაშეს ზუსტად. ასევე დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე დინამოს 15 წლამდე შემადგენლობამ. ზურაბიანის, კონიაშვილის და ჯინჯოლავას გოლებით თბილისელებმა 3:0 იმარჯვეს. მომდევნო მატჩებს ვლადიმერ გოჩაშვილის და სულიკო დავითაშვილის გუნდები 15 აპრილს ბოლნისის სიონთან ჩაატარებენ.

 

 

U17 დინამო 6:0 ცხინვალი

U17 დინამო: თვალოძე, გაბელაია, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, მექვაბიშვილი, წაქაძე, გულდედავა, ჩარკვიანი, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე, აზაროვი

შეცვლაზე შევიდნენ: ჯანგველაძე, ფარულავა, გულხადარაშვილი, მაღალდაძე, ლომთაძე

U15 დინამო 3:0 ცხინვალი

U15 დინამო: ხარშილაძე, მაისურაძე, შენგელია, ერაძე, ხორავა, გოდერძიშვილი, ზურაბიანი, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, ფირცხალაიშვილი, ქოჩაკიძე

შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, შაშიაშვილი, ბოჭორიშვილი, ოსეყმაშვილი, კონიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024