• Geo
  • Eng
21.08.2017
19 წლამდელებმა გაგრას 4:0 მოუგეს

დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ, რომელიც სეზონის განახლებისთვის ემზადება და აკადემიაში შეკრებაზეა გადასული, მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა გაგრას უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. დინამოელებმა თითო ტაიმში ორი გოლი გაუტანეს გაგრას. ჯერ გამცემლიძემ და ქავთარაძემ გამოიჩინეს თავი, შემდეგ გოგობერიშვილმა და მოისწრაფიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 19 წლამდელები ჩემპიონატის უახლოეს მატჩს 29 აგვისტოს გორში დილას წინააღმდეგ გამართავს.

U19 დინამო 4:0 გაგრა

U19 დინამო: თვალოძე, ბასარია, ხარშილაძე, ქაფიანიძე, ხარაბაძე, დარცმელია, გამცემლიძე, კუცია, ქავთარაძე, მოისწრაფიშვილი, ერგემლიძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: მიქაია, გაბედავა, კიტეიშვილი, გაბელაია, გაბიტაშვილი, კალანდაძე, უგრეხელიძე, ბაბუნაძე, გულდედავა, გოგრიჭიანი, გოგობერიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024