7 და 11 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს. პირველ ჯერზე ჩვენი ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, შეხვედრა კი 20.00 საათზე დაიწყება. 11 ივნისს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, კიშინიოვში მასპინძელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მოლდოვასთან პაექრობაც თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება. ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში დინამო თბილისიდან გუნდის კაპიტანი- ოთარ კიტეიშვილი და ბომბარდირი- ბაჩანა არაბული მიიწვია. გაფართოებულ შემადგენლობაში კი ჩვენი გუნდიდან შემტევი ნახევარმცველი- საბა ლობჟანიძე მოხვდა.