• Geo
  • Eng
22.08.2017
15 წლამდელებმა ოქროს ლიგა მოგებით განაახლეს

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დღეს 15 წლამდელებში საქართველოს პირველობა განახლდა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ საუკეთესო გუნდები ოქროს ლიგაში გადანაწილდნენ. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა საჩხერის ჩიხურა მიიღო და დიდი უპირატესობით დაჯაბნა მეტოქე. ლურჯ-თეთრებმა საერთო ჯამში რვა უპასუხო გოლი გაუტანეს ზემო იმერლებს. გოლები ხორავამ, ოსეყმაშვილმა, გოდერძიშვილმა, ჯინჯოლავამ, კონიაშვილმა, ფირცხალაიშვილმა, შაშიაშვილმა და ქოჩაკიძემ გაიტანეს. ამრიგად 15 წლამდე დინამოელებს ოქროს ლიგაში სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან. ჩვენი ჭაბუკები შემდეგ შეხვედრას 26 აგვისტოს ზუგდიდში, სფფ- ს აკადემიასთან ჩაატარებენ.

U15 დინამო 8:0 ჩიხურა

U15 დინამო: ლურსმანაშვილი, მაისურაძე, იაკობიძე, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ზურაბიანი, კონიაშვილი, გოდერძიშვილი, ჯინჯოლავა

შეცვლაზე შევიდნენ: ბოჭორიშვილი, ფირცხალაიშვილი, ბექაური, ქოჩაკიძე, შაშიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024