• Geo
  • Eng
26.05.2017
28 მაისი დინამოს ისტორიაში

კვირას დინამოელები ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში ბათუმის დინამოს უმასპინძლებენ. მატჩი დინამო არენაზ 21.00 საათზე დაიწყება.

28 მაისს ჩვენს კლუბს 8 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა 5 მატჩი მოიგეს და მხოლოდ ერთი დათმეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 15/5.

1946 წელს დინამომ ლენინგრადში ადგილობრივ ზენიტს 3:0 მოუგო. გოლები გიორგი ანთაძემ, ვიქტორ ბერეჟნოიმ და ასლან ხარბედიამ გაიტანეს. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ლენინგრადის დინამო მიიღო და ფრედ 1:1 დაცილდა. გოლი გაიოზ ჯეჯელავას ანგარიშზეა. 1956 წელს სვერდლოვსკის ოდოს ზაურ კალოევის დუბლით 2:0 ვაჯობეთ. 1967 წელს ოდესის ჩერნომორეცი მივიღეთ და 1:0 გივი ნოდიას ზუსტი თამაშით დავამარცხეთ. მომდევნო წელს ალმა ათის კაირათთან 0:0 ვითამაშეთ. 1978- ში კი იმავე კაირათს 2:1 ვაჯობეთ. თავი რამაზ შენგელიამ და გოჩა მაჩაიძემ გამოიჩინეს. 1985 წელს მინსკში დინამომ 3:0 მოუგო ჩვენს კლუბს. 1997 წელს დინამომ ზესტაფონში მარგვეთს 6 უპასუხო გოლით აჯობა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გია კვარაცხელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს ზესტაფონელებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024