დინამოში კიდევ ერთი ფეხბურთელი, 19 წლის კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი- ნოჰორე კრიზო ისინჯება. ახალგაზრდა ივუარელი ფეხბურთელი მილანის ინტერის აკადემიის აღზრდილია. ამის შემდეგ ბელორუსის სლუცკში, მოლდოვურ საქსანში და უზბეკეთის ლოკომოტივში გამოდიოდა. იგი დინამოს სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს წვრთნას.