• Geo
  • Eng
25.08.2017
სამეგრელოში დინამოს აკადემიის გახსნა იგეგმება

დინამო თბილისის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სამეგრელოს რეგიონში საფეხბურთო აკადემიის გახსნაა დაგეგმილი, სადაც რეგიონის 13 წლამდე ფეხბურთელები ივარჯიშებენ. მათ შორის ნიჭიერები კი ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში გააგრძელებენ ვარჯიშს. დღეს დინამოს აკადემიის ხელმძღვანელობა ქ. ხობის საფეხბურთო სპორტ სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ნუგზარ ლემონჯავას სახელობის საბავშვო ტურნირი გაიხსნა, რომელშიც აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილის, ფოთის, ზუგდიდის და ოზურგეთის გუნდები მონაწილეობენ. დინამოს პირველმა გუნდმა, რომელსაც ეროვნული ლიგის მატჩი უწევს და ბათუმისკენ მიემგზავრებოდა, გზად ხობში შეიარა და ტურნირის გახსნას დაესწრო. ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობამ, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ტურნირის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები, სუვენირები და ვიმპელები გადასცეს. ასევე მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს და ნორჩ ფეხბურთელებს მომავალში წარმატებები უსურვეს.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024