• Geo
  • Eng
02.03.2014
მალხაზ ჟვანიას მატჩისშემდგომი კომენტარი

ზესტაფონში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა ჩიხურა, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ დინამოს საიტისთვის კომენტარი გააკეთა.

მალხაზ ჟვანია: დღეს მთელი გუნდი საბრძოლველად ვიყავით განწყობილი და გვინდოდა ყველასთვის დაგვემტკიცებინა ჩვენი ძალა. ის რომ, დინამო ვართ და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ესეთი ანგარიშით გამარჯვებას ალბათ არ ველოდი, თუმცა ყველანაირად მზად ვიყავით ამ მატჩისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა მხარდასაჭერად ჩამოსულ გულშემატკივარს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024