• Geo
  • Eng
03.08.2023
დინამო 0-1 სპარტანსი

დღეს დინამო არენაზე უეფას ევროპის კონფერენციის ლიგის, მეორე რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა ჰამრუნ სპარტანსს უმასპინძლა. პირველი დაპრისპირება ამ გუნდებს შორის, რომელიც მალტაზე, ტა’ ქალის ეროვნულ სტადიონზე შედგა, მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

 

მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე სახიფათო მომენტიც შეიქმნა მეტოქის კართან, ბურთი უხერხულად ჩაჭრა მცველმა და მეკარემ ბოლო წამს იხსნა საკუთარი კარი. თბილისელებმა სათამაშო უპირატესობა დებიუტშივე მოიპოვეს და მეთოდურად გააძლიერეს დაწოლა მეტოქის ნახევარზე. აღსანიშნავია საბა ხვადაგიანის და გიორგი ხარაიშვილის დარტყმები, თუმცა ფედერიკო მარკეტი ორივე შემთხვევაში ბურთს ადგილზე დახვდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროს ჰამრუნის კონტრშეტევა და 0-1. გოლი უროშ დურანოვიჩმა გაიტანა და ტაიმიც დასრულდა.

 

მეორე ტაიმი წითელი ბარათებით განახლდა. მსაჯმა გიორგი ჭიაბრიშვილი და გოლის ავტორი დურანოვიჩი გააძევა. მე-60 წუთზე ცვლილებაზე შემოსული ნიკა მალის დარტყმული ბურთი სანტიმეტრებში აცდა მეტოქის კარს. დინამომ დიდი ძალებით შეუტია და რამდენიმე სახიფათო დარტყმაც განახორციელა. იყო ხარიხაც, მეკარის სეივებიც თუმცა კოლოსალური სათამაშო უპირატესობის მიუხედავად შედეგიანი დარტყმა ვერ განხორციელდა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

 

 

მატჩისოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024