საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის ემზადება. გიორგი ყიფიანის გუნდი 30 აგვისტოს და 1 სექტემბერს ტირანაში, ალბანეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. გიორგი ყიფიანმა მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 6 ფეხბურთელი გამოიძახა. ლევან ხარაბაძე, ბექა დარცმელია, ნიკა ნინუა, ლუკა ქაფიანიძე, ბექა ქავთარაძე და მიხელ ერგემლიძე სხვებთან ერთად მოემზადებიან აღნიშნული მატჩებისთვის. ჩვენი 19 წლამდელთა ნაკრები შესარჩევ ციკლში, რომელიც ბოსნიაში გაიმართება 8-14 ნოემბერს მიიღებს მონაწილეობას, ჯგუფში კი მასპინძელთა გარდა საფრანგეთი და ანდორა გველოდება.