დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობა განაგრძობს მზადებას ჩემპიონატის მოახლოებული მეორე ნაწილისთვის. დინამოელები აკადემიაში შეკრებაზე არიან გადასული და მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მარკ სტარსს უმასპინძლეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მეტოქეს 6:1 აჯობა. გოლები ქავთარაძემ (2), გაბელაიამ, ხარაბაძემ, ერგემლიძემ და გოგრიჭიანმა გაიტანეს. ჩემპიონატში 29 აგვისტოს დინამოელები გორში დილას დაუპირისპირდებიან.
U19 დინამო 6:1 მარკ სტარსი
U19 დინამო: ლ. ხარშილაძე, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ქაფიანიძე, ხარაბაძე, დარცმელია, გულდედავა, მექვაბიშვილი, ქავთარაძე, მოისწრაფიშვილი, ერგემლიძე
შეცვლაზე შევიდნენ: გოგრიჭიანი, კაკულია, აზაროვი, ძოწენიძე, გაბიტაშვილი