სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის ოცდამეოთხე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან სამი ფეხბურთელი- მარჯვენა მცველი - ლევან გეგეჭკორი და შემტევი ნახევარმცველები - აკაკი შულაია (2) და გიორგი ჩაკვეტაძე (7) შეიყვანა. ბათუმის დინამოსთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში გეგეჭკორმა დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა. ჩაკვეტაძემ მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და ბოლო წუთებზე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც შულაიას გოლი მოჰყვა ბათუმელთა კარში.
ლელომ ოცდამეოთხე ტურის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი - კახი კაჭარავა (8) დაასახელა.