• Geo
  • Eng
06.06.2017
დინამომ კასპიის თასი გამარჯვებით გახსნა

დღეს მახაჩკალაში სტარტი აიღო Caspian Cup-2017 გათამაშებამ. ტურნირი 14 წლამდე ფეხბურთელთა გუნდებს შორის ტარდება და მასში მონაწილეობას დინამო თბილისიც იღებს. ბორის გონჩაროვის გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაქოს ნეფთჩის შეხვდა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა მეტოქე. თბილისელებმა ხუთივე გოლი შეხვედრის პირველ ტაიმში გაიტანეს და პაექრობაში გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტეს. გაგნიძემ გახსნა ანგარიში, შემდეგ აბუაშვილმა და ბაბლუანმა გაიტანეს გოლები, მეოთხე ზუსტი დარტყმა სიჭინავამ შეასრულა და ტაიმს წერტილი ბაბლუანმა დაუსვა. მეორე ნახევარში თბილისელებმა ცვლილებებს მიმართეს და სათამაშო რიტმიც დააგდეს. შედეგად აზერბაიჯანელებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს. 53- ე წუთზე (ტაიმები ტურნირზე 30 წუთიანია) ასადოვმა გამოიჩინა თავი. დინამოელები ხვალ 18.00 საათზე მასპინძლებს, მახაჩკალის ანჟის შეხვდებიან, რომლებმაც თავის მხრივ ვლადიკავკაზის იუნოსტთან დღეს ფრედ 1:1 ითამაშეს.

U14 დინამო 5:1 ნეფთჩი

გოლი: 1:0 გაგნიძე 5’  2:0 აბუაშვილი 15’  3:0 ბაბლუანი 17’  4:0 სიჭინავა 18’  5:0 ბაბლუანი 30’  5:1 ასადოვი 53’

U14 დინამო: ხარშილაძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, აზაროვი, სიჭინავა, სიხარულაშვილი, გაგნიძე, ბაბლუანი, აბუაშვილი, ჩხეტიანი

შეცვლაზე შევიდნენ: მელაძე, ოდიშვილი, შურღაია, კერესელიძე, ქემოკლიძე, ფაილაძე, იობაშვილი

 

სრული მატჩი:

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024