• Geo
  • Eng
05.06.2017
14 წლამდე დინამო კასპიის თასზე იასპარეზებს

დინამოს 14 წლამდე შემადგენლობა ბორის გონჩაროვის ხელმძღვანელობით მახაჩკალაში გაემგზავრა, სადაც 6- დან 11 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო ტურნირზე Caspian Cup-2017 მიიღებს მონაწილეობას. დინამოელები B ჯგუფში აზერბაიჯანის ნეფთჩისთან, მახაჩკალის ანჟისთან და ვლადიკავკაზის იუნოსტთან გაარკვევენ უძლიერესს. A ჯგუფში კი თავი აზერბაიჯანის გაბალამ, კრასნოდარმა, როსტოვმა და გროზნის რამზანმა მოიყარეს. შეხვედრები ანჟი არენას სარეზერვო მოედნებზე გაიმართება, ხოლო ფინალს ანჟი არენა უმასპინძლებს. დინამოელები ხვალ 18.00 საათზე ნეფთჩის ეთამაშებიან, 7 ივნისს იმავე დროს მასპინძლებს დაუპირისპირდებიან და 8 ივნისს იუნოსტს შეხვდებიან. მომდევნო დღეს გუნდები დაისვენებენ, ხოლო 10 რიცხვში ნახევარფინალები გაიმართება. ფინალური შეხვედრები 11 ივნისს 11 საათიდან დაიწყება.

ტურნირზე დინამოელები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ: გიორგი ქავთარაძე, აკაკი მელაძე, ლადო ოდიშვილი, ზაურ სიჭინავა, გიორგი აბუაშვილი, ნიკოლოზ შურღაია, ირაკლი აზაროვი, ნიკა სიხარულაშვილი, გიორგი ჩხეტიანი, ნიკოლოზ კერესელიძე, დავით გოგოტიშვილი, საბა ხვადაგიანი, ლუკა ქემოკლიძე, ლაშა ფაილაძე, ლუკა ბაბლუანი, ლუკა ხარშილაძე, ჯადული იობაშვილი და ლუკა გაგნიძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024