საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ევრპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ბულგარეთში 10 დღიან შეკრებას გეგმავს. ჭაბუკი ჯვაროსნები 11 და 13 ივნისს ამხანაგურ მატჩებს ბულგარეთის ნაკრებთან ჩაატარებენ. გიორგი ყიფიანმა ნაკრებში 5 დინამოელს უხმო. დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი კუცია და გიორგი ჩაკვეტაძე ჯვაროსნებს 3 ივნისიდან შეუერთდებიან.