• Geo
  • Eng
02.09.2017
დინამომ ცხინვალთან ისპარინგა

დინამომ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და დიღმის ბაზაზე ცხინვალთან ისპარინგა. კახი კაჭარავას გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და ცხინვალს 2:1 მოუგო. მოგეხსენებათ დინამოს არაერთი ფეხბურთელი 19 წლამდე, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. გუნდში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ისინჯება. ბულგარელი 19 წლის ნახევარმცველი დიმიტარ ვიდევი, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა ცხინვალის კარში და 22 წლის მცველი გიორგი გადრანი. ვიდევი ბოლოს ბულგარულ ბოტევ გალაბოვოში გამოდიოდა, ხოლო გადრანი ოდესის ჩერნომორეცში. მეორე გოლი ცხინვალს თერთმეტმეტრიანი დარტყმით მიკოლა კოვტალიუკმა გაუტანა.

 

დინამო: ბულისკერია, თოთაძე, სალუქვაძე, გადრანი, მიშენკო, ქარდავა, ქოჩლაძე, გამცემლიძე, ვიდევი, ალიუ, კოვტალიუკი

შეცვლაზე შევიდნენ: ზარია, მოისწრაფიშვილი, ძოწენიძე, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024