• Geo
  • Eng
01.09.2017
19 წლამდელებმა ალბანეთი დაამარცხეს

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები, რომელიც ახალი ევრო შესარჩევისთვის ემზადება, ტირანაში ალბანეთს ამხანაგურად მეორედ ეთამაშა და პირველ შეხვედრაში მარცხისთვის რევანშიც აიღო. მატჩი საქართველოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გოლი დინამოელი ლევან ხარაბაძის აქტიურობას მოჰყვა, მისი დარტყმული ბურთი მასპინძელთა მცველს მოხვდა და კარში გავიდა. შეხვედრაში გიორგი ყიფიანმა 5 დინამოელი- მიხეილ ერგემლიძე, ლევან ხარაბაძე, ბექა დარცმელია, ნიკა ნინუა და ბექა ქავთარაძე ათამაშა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024