დღეს კასპიის თასზე დინამოს 14 წლამდე შემადგენლობამ ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა ჩაატარა. თბილისელები ვლადიკავკაზის იუნოსტს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები ვლადიკავკაზელთა კარში ქემოკლიძემ, იობაშვილმა, სიჭინავამ და აბუაშვილმა გაიტანეს. ამრიგად ბორის გონჩაროვის გუნდმა ჯგუფში სამივე მატჩი გამარჯვებით დაასრულა და 10 ივნისს ტურნირის ნახევარფინალში საფეხბურთო კლუბ როსტოვს დაუპირისპირდება. პაექრობა თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.
U14 დინამო თბილისი 4:0 იუნოსტი ვლადიკავკაზი
U14 დინამო: ხარშილაძე, მელაძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე, აზაროვი, გაგნიძე, სიხარულაშვილი, ქემოკლიძე, იობაშვილი, ჩხეტიანი, აბუაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: სიჭინავა, გოგოტიშვილი, ბაბლუანი, ფაილაძე, კერესელიძე, შურღაია, ოდიშვილი