საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017- თვის მზადების პროცესში 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გიორგი ყიფიანის გუნდმა ორივე თამაში 11 და 13 ივნისს ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში მასპინძელ ნაკრებთან გამართა. პირველი მატჩი ჭაბუკი ჯვაროსნების გამარჯვებით 1:0 დასრულდა (გოლი შალვა ბურჯანაძის ანგარიშზეა), მეორე შეხვედრაში მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს. თავი ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა გიორგი კუციამ გამოიჩინა. კუციას გარდა ჩატარებულ ამხანაგურებში დინამოდან ლუკა ლოჩოშვილმა (ნაკრების კაპიტანი), დავით კობოურმა და გიორგი ჩაკვეტაძემ მიიღეს მონაწილეობა.
2 ივლისს საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, პორტუგალიის ნაკრებს ქალაქ გორში უმასპინძლებს.