• Geo
  • Eng
18.06.2017
17 წლამდელების მარცხი

დინამოს 15 წლამდელების დარად ოქროს ლიგაში ჩაერთო დინამოს 17 წლამდელთა გუნდი. განულებული ქულებით თბილისელებს სეზონის ბოლომდე საჩემპიონო მარათონში ლოკომოტივი, ბათუმის დინამო, ზესტაფონი, სამტრედია, ავაზა, სფფ- ს აკადემია ზუგდიდი, გაგრა, 35- ე სკოლა და შუქურა შეეცილებიან. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა სამტრედიას უმასპინძლა და მეტად საინტერესო შეხვედრაში დასანანად 2:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელებმა რამდენიმე რეალური საგოლე სიტუაციიდან ვერ იხეირეს. გოლები კი გულდედავამ და იაკობიძემ გაიტანეს. მომდევნო მატჩს დინამოელები 24 ივნისს სტუმრად ბათუმის დინამოსთან გამართავენ.

U17 დინამო 2:3 სამტრედია

U17 დინამო: კუტალაძე, გაბელაია, გულხადარაშვილი, გაბედავა, გაბიტაშვილი, მაღალდაძე, გულდედავა, ჩარკვიანი, იაკობიძე, ლომთაძე, კვარაცხელია

შეცვლაზე შევიდნენ: მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, ფარულავა, აზაროვი, ჯანგველაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024